საქართველო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 26-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსს კიდევ ერთი, 26-ე პაციენტი ემსხვერპლა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 4 399 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1 705 ადამიანი. 

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.