საქართველო

საქართველოში კორონავირუსით 24-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 24-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ამ ეტაპზე უცნობია დეტალები, თუ რა ასაკისაა გარდაცვლილი პაციენტი და სად მკურნალობდა.

საქართველოში სულ კორონავირუსით ინფიცირებული 24 პაციენტია გარდაცვლილი.