საქართველო

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 13 პაციენტი განიკურნა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 81 შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არის გამოქვეყნებული.

მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 13 პაციენტი. 48 საათის განმავლობაში, კლინიკაში კიდევ ელოდებიან ტესტირების პასუხებს

კარანტინის რეჟიმში 4427 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 257.