საქართველო

საქართველოში კორონავირუსით დღეს ორი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი – 80 წლის ქალბატონი და 70 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.

ერთ-ერთი პაციენტი, 80 წლის ქალბატონი, ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა.

რაც შეეხება მამაკაცს, მას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფიში მკურნალობდნენ.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.