საქართველო

საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

14 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 2 392 შემთხვევაა დადასტურებული. უცვლელია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის 1 369-ს შეადგენს.