საქართველო

საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

13 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 2227 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 369-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.