საქართველო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge აქვეყნებს.

ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 პაციენტი რჩება. გამოჯანმრთელებულია 10 ადამიანი.