საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის (2 სექტემბერი, 2020) ქვეყანაში კორონავირუსის 1548 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 17 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1270-ს შეადგენს.