საქართველო

საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

საქართველოს მთავრობის ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის (31 აგვისტო, 2020) ქვეყანაში კორონავირუსის 1487 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 19 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1240-ს შეადგენს.