საქართველო

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 462 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი კვლავ 1196-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5806 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230.