საქართველო

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 6 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 455 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი, შესაბამისად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 1 196-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 943 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.