საქართველო

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 1436 შემთხვევაა დადასტურებული.​ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1 150-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 018 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.