საქართველო

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 429 შემთხვევაა დადასტურებული.​ გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი, განკურნებულთა რაოდენობა 1 150-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255.