საქართველო

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 421 შემთხვევაა დადასტურებული.​ გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი, განკურნებულთა რაოდენობა 1 137-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255.