საქართველო

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი დაინფიცირდა, 20 კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 385 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 118-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 903 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.