საქართველო

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 370 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა ათით გაიზარდა და 1 108-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 903 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.