საქართველო

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი დაინფიცირდა, 6 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 361 შემთხვევაა დადასტურებული, განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 098-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 235 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 302.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.