საქართველო

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 351 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კვლავ 1 092-ია.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 597 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.