საქართველო

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 341 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 1 092-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 082 მოქალაქე.