საქართველო

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 321 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1 088-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 597 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 334.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.