საქართველო

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი დაინფიცირდა, 17 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 ადამიანი. ინფორმაციას Stopcov.ge ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსის 1 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 085-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 635 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 334.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.