საქართველო

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 7 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1213 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ შვიდი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 994-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6680 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 333.