საქართველო

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 12 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1197 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 12 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 974-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება  7066 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ- 294.