საქართველო

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1182 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 962-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება  7007 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ- 280.