საქართველო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, –  აღნიშნულის შესახებ „იმედის დილის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მეცხრე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა ინფექციური საავადმყოფო გუშინ საღამოს დატოვა.

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე პაციენტია განკურნეული.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 61-ს შეადგენს. მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის stopcov.ge-ს ინფორმაციით, ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3222 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 237.