საქართველო

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1168 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 940-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6596 მოქალაქე იმყოფება.