თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან, 7 შემოტანილია, კიდევ 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს განეკუთვნება, 10 შემთხვევა გარდაბნის რაიონში ჩატარებული გაფართოებული კვლევისას გამოვლინდა, ხოლო ორის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.
მარინა ეზუგბაიას თქმით, შემოტანილი შვიდი შემთხვევიდან ხუთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.