საქართველო

საქართველოში დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა 23:00 საათიდან 05:00 სთ-მდე იმოქმედებს

საკოორდინაციო საბჭომ ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ საბჭოს მორიგი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეიდან, ნაცვლად 21:00 საათისა, 23:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე იმოქმედებს. მანამდე, 2019 წლის ნოემბრიდან დღემდე, შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებდა.