საქართველო

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.

ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს.

მისი თქმით, გადაწყვეტილება თელ-ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების უმედლოდ დარჩენას უკავშირდება.

„ევროპის ჩემპიონატზე შედეგის მიუღწევლობა არის მიზეზი იმისა, ჩვენ დავმსხდარიყავით და გაგვევლო ეს საკითხები დეტალურად. შევჯერდით, რომ გამომდინარე სიტუაციიდან, მან აიღო პასუხისმგებლობა და შესაბამისად უკვე მსოფლიო ჩემპიონატის მომზადების პროცესში მისი ჩართულობა, როგორც მთავარი მწვრთნელის, აღარ იქნება.

მიზეზები არის ძალიან ბევრი. რა თქმა უნდა ხელის გაწმენდა მწვრთნელზე არ შეიძლება იმიტომ, რომ მან მაქსიმალურად მოინდომა. მაგრამ ბუნებრივია დღეს, რომ შედეგები არ არის და გულშემატკივარს, რომ შედეგი უნდა მწვრთნელის პასუხისმგებლობის თემაა”, განაცხადა დავით ქევხიშვილმა „რუსთავი 2″თან სატელეფონო საუბრისას.