საქართველო

საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი ავღანეთში სრული შემადგენლობით ჩავიდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი ავღანეთში სრული შემადგენლობით ჩავიდა. ქვედანაყოფს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე და 31-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა ადუაშვილი დახვდნენ.

თავდაცვის სამნისტრს ცნობით, I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი როტაციის წესით III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს და სამოქმედო არეალს უახლოეს მომავალში სრულად გადაიბარებს. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების საკითხები და ოპერაციის რაიონის კონტროლი იქნება.