საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
„მიღებულია გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნოს ა.წ. 28 ოქტომბერს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეთანხმებით, შესაბამისად, დღეს შესაბამისი დადგენილება გადაეგზავნება საქართველოს პრემიერ მინისტრს და შემდეგ წარიმართება შესაბამისი პროცედურები“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.