საქართველო

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტთან რაციონალური დიალოგისთვის მზად არის

სულ ვამბობ ხოლმე, მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან გამომდინარე, არამედ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს, პერმში იქნება თუ მოსკოვში. აი, იქიდან გამომდინარე თუ მე დამელაპარაკება რუსი ლიდერი, ჩვენ დავლაგდებით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა.

მარგველაშვილი იწონებს იმ პოლიტიკას, რაც „ქართული ოცნების” ხელისუფლებას რუსეთთან მიმართებაში გააჩნია.

„რუსეთთან რა პოლიტიკაც ჩამოვაყალიბეთ ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დროს, ჩემი აზრით არის სწორი. ჩვენ ვამბობთ, გთავაზობთ რაციონალურ დიალოგს, რას ნიშნავს რაციონალური დიალოგი? რაციონალური დიალოგი ნიშნავს – მოდით თქვენ თქვენი შეხედულებებით, პრობლემებით, ინტერესებით, თქვენი ხედვით – რა შეიძლება სარგებელი ვნახოთ ერთმანეთისგან, ჩვენც მოვალთ, დავსხდებით ერთად და ვისაუბროთ”, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.