საქართველო

საქართველოს, პირველ ოფიციალურ ვიზიტად, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

საქართველოს, პირველი ოფიციალური ვიზიტით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ეწვია.

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ჩინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ძი იენჩიმ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან.