საქართველო

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით უყარეს კენჭი.

რეგისტრაცია პარლამენტის 113-მა წევრმა გაიარა, კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 13-მა მისცა ხმა.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება და დასკვნას სამი თვე დასჭირდება.