საქართველო

საქართველოს პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა

საქართველოს პარლამენტმა „ქართული ოცნების“ პრემიერ მინისტრობის კანიდადტს, ირაკლი ღარიბაშვილს და მის მიერ წარდგენილ მთავრობის წევრობის კანდიდატებს ნდობა გამოუცხადა.

კერძოდ, კენჭი ეყარა საქართველოს პარლამენტის დადგენილებას საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ, რასაც 89 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 2 იყო. სულ რეგისტრაცია 94-მა დეპუტატმა გაიარა, კვორუმი 76-ს შეადგენდა.