საქართველო

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების – „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) და

„კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, სასწავლო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება.

დელეგატები შეხვდნენ კონგრესის წევრებს:სტივ ვომაკს, ბარბარა ლის, წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარეს დევიდ ფრაისს და დინა ტიტუს.

კონგრესის წევრებმა ქართველ დელეგატებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება საკომიტეტო საქმიანობაზე, ასევე დეტალურად გააცნეს, აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო მექანიზმები.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კოვზანაძე, აკაკი ზოიძე, კახაბერ კუჭავა, ანრი ოხანაშვილი, ოთარ დანელია, გიორგი კახიანი, ნინო გოგუაძე, მამუკა მდინარაძე, ოთარ კახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ასევე პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და აპარატის უფროსის მოადგილე დავით გელაშვილი.