საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მეუღლესთან ერთად ეწვია. სომხეთის დელეგაციას აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა.
ნიკოლ ფაშინიანი დღეს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან პირისპირ შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის მთავრობის წევრებს შორის გაფართოებული შეხვედრა შედგება.
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრები 12:30 საათზე მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ნიკოლ ფაშინიანს შეხვედრები დაგეგმილი აქვს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.
ორდღიანი ვიზიტის ბოლოს, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან ერთად სამცხე-ჯავახეთში გაემგზავრება და ახალქალაქში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდება.