საქართველო

საქართველოს ნაკრებმა აბუ-დაბიში გამართულ მსოფლიოს სპეციალურ ოლიმპიურ თამაშებზე მედლები მოიპოვა

საქართველოს ნაკრებმა აბუ-დაბიში გამართულ მსოფლიოს სპეციალურ ოლიმპიურ თამაშებზე 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, თამაშების გამარჯვებულები გახდნენ მარიამ ტოპოლიანი (მაგიდის ჩოგბურთი) და ლიკა კვარაცხელია (სირბილი, 50 მ), ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ მარიამ ტოპოლიანისა და გიორგი დიდიას წყვილი (მაგიდის ჩოგბურთი) და ლიკა კვარაცხელია (სირბილი, 25 მ), ბრინჯაოს მედლები მოიპოვა სერგო გვარაძემ (სირბილი, 200 მ; სირბილი, 100 მ). საპატიო მეოთხე ადგილზე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში გიორგი დიდია (მაგიდის ჩოგბურთი) გავიდა.