საქართველო

საქართველოს მთავრობა 2019 წლიდან 2016 წელს გაუქმებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენას გეგმავს

საქართველოს მთავრობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენას გეგმავს.

როგორც ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განუცხადა, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში სოფლის მხარდამჭერი ცალკე პროგრამა არ არის, თუმცა რეგიონების ფონდის ფარგლებში მუშაობა მინდინარეობს, მათ შორის სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზეც.

კაკაურიძე ვერ აკონკრეტებს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სოფლები რამდენი ლარით დაფინანსდებიან.

„ეს ჯერ განსაზღვრული არ არის. ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს, რომ ეს პროგრამა შედეგიანი იყოს და არა ისეთი, როგორიც მანამდე იყო“, – განაცხადა კაკაურიძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2016 წელს გაუქმდა. პროგრამის ფარგლებში, სოფლის მოსახლეობა თავად წყვეტდა, გამოყოფილი თანხები რაზე მიემართა.

1tv.ge