საქართველო

საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა და იტალიის რესპუბლიკის ინფორმაციისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის (DIS) გენერალურმა დირექტორმა ალესანდრო პანზამ საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

შეთანხმების ხელმოწერა მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პროცესში გაცვლილი და შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების ჩამოყალიბებას. შეიქმნება მყარი სამართლებრივი საფუძველი ორ ქვეყანას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის კუთხით როგორც უსაფრთხოებისა და სამართალდაცვით, ასევე, საგარეო ურთიერთობებისა და სხვა სფეროებში.

შეთანხმება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის იტალიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. ვახტანგ გომელაურმა ასევე გამართა შეხვედრები უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელ პირებთან.