საქართველო

საქართველოს მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.  მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაეშვა.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დროშები დაეშვა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე, პარლამენტის თბილისისა და ქუთაისის სასახლეებზე.

დროშები დაშვებულია ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობებზე.

ტყიბულის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.