საქართველო

საქართველოს მასშტაბით, იხურება ყველა სავაჭრო ობიექტი, სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო ქსელის, ბენზინგასამართი სადგურების, საფოსტო გზავნილებისა და საბანკო განყოფილებების გარდა

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ყველა სავაჭრო ობიექტი ქვეყნის მასშტაბით, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი სადგურებისა, საფოსტო გზავნილებისა და საბანკო განყოფილებებისა, დაიხუროს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა განაცხადა გიორგი გახარიამ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მან თქვა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ დგას და თუკი ამის საჭოროება იქნება, მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„იქიდან გამომდინარე, რომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენ განვიხილეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობა ქვეყნის მასშტაბით. დღეის მდგომარეობით, ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა პრეზიდენტთან შეთანხმებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება, ჩვენ შევძლებთ რამდენიმე საათის განმავლობაში გადაწყვეტილების მიღებას, შემდგომ აღსრულებას. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, მაზეგ, როგორც კი ასეთი აუცილებლობა დადგება და, როგორც კი ჩვენი მედიკოსები, ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის, რომ ვირუსის გავრცელების შემდგომი შეჩერების მიზნით გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, ჩვენ ამ გადაწყვტილებას მივიღებთ”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.