საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლიეტუველ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ლიეტუვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს რაიმუნდას კარობლის შეხვდა. ორმხრივი შეხვედრა ლიეტუველ კოლეგასთან ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში
გაიმართა.

შეხვედრის დასაწყისში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა რაიმუნდას კარობლისს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ლიეტუვის მთავრობის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე ძლიერი და ურყევი მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით აღინიშნა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ლიეტუვის მხარდაჭერის მნიშვნელობა. ლევან იზორიას განცხადებით, ორმხრივი თანამშრომლობის მზარდი დინამიკა და პრაქტიკული მხარდაჭერა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას. ყურადღება გამახვილდა სტრატეგიული კომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ლევან იზორიამ და რაიმუნდას კარობლისმა ასევე, ისაუბრეს ერთობლივ სწავლებებში მონაწილეობაზე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული ინიციატივების განხორიელების პროცესზე, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობაზე.

ვიზიტის ფარგლებში ლევან იზორია უკვე შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილეს როუზ გოტმიოლერს. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან.