საქართველო

საქართველოს ელჩი ვაჭრობის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია გიორგაძემ შეხვედრა გამართა ესპანეთის სახელმწიფო მდივანთან ვაჭრობის საკითხებში, შიანა მენდეზ ბერტოლოსთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ელჩმა სახელმწიფო მდივანს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებზე, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებზე, ასევე ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ამ მხრივ საქართველოს მთავრობის ინიციატივებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, სსიპ „აწარმოე საქართველოს“ და საპარტნიორო ფონდის“  დელეგაციის ესპანეთში დაგეგმილი  ვიზიტის მნიშვნელობა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცების საქმეში.  მხარეებმა გამოხატეს მზაობა მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ ქვეყნებს შორის  ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განსავითარებლად.