საქართველო

საქართველოს ელჩი ბრაზილიის რესპუბლიკაში, დავით სოლომონია ბრაზილიის ეროვნული კონგრესის წევრს, დეპუტატს სან პაულოს შტატიდან – ედუარდო ბოლსონარუს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, დავით სოლომონია ბრაზილიის ეროვნული კონგრესის წევრს, დეპუტატს სან პაულოს შტატიდან – ედუარდო ბოლსონარუს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იქნა ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებაზე, რაც ახალ შესაძლებლობებს მისცემს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს.

საპარლამენტო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, ხაზი გაესვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებში მეგობართა ჯგუფების არსებობას და საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბრაზილიას შორის არსებობს მჭიდრო თანამშრომლობა და გამოითქვა იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში  ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

“მიმაჩნია, რომ არსებული მომენტი საუკეთესოა ბრაზილიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად“, ამის შესახებ ედუარდო ბოლსონარუმ შეხვედრის შემდეგ სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა.