საქართველო

საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის – საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადმოეცა.

კითხვარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ლუქსენბურგში გადასცა.