საქართველო

საქართველოს დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეწვევა

საქართველოს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვევა.

მაიკ პომპეო თბილისში დღის მეორე ნახევარში ჩამოვა, ოფიციალურ შეხვედრებს კი ხვალ დილიდან გამართავს.

ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვედრას გამართავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.