ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

საფრანგეთი კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების რეკორდული ზრდის გამო უფრო მკაცრი ზომების მიღებას გეგმავს

საფრანგეთი კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებლის გამო ვირუსთან საბრძოლველად უფრო მკაცრი ზომების მიღებას აპირებს. ბოლო 24 საათის მონაცემებით ახალი შემთხვევების რაოდენობამ იქ 10 000 შეადგინა.

მინისტრებსა და ჯანდაცვის ექსპერტებს შორის შეხვედრაზე გადაწყდება თუ რა ახალი რეგულაციები დაწესდება საფრანგეთში. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ შეხვედრა საზოგადოებას მკაფიო იდეას მისცემს იმის თაობაზე თუ რას უნდა ელოდნენ მომდევნო კვირების განმავლობაში.

„ჩვენ უნდა ვიყოთ რაც შეიძლება გამჭვირვალე და მკაფიო. ჩვენ უნდა ვიყოთ მომთხოვნი და რეალისტური ყოველგვარი პანიკის გარეშე“, თქვა მაკრონმა, როგორც ამას ახალი ამბების სააგენტო AFP იტყობინება.

საფრანგეთი კოვიდ-19-ით გარადაცვალებულთა მაღალი მაჩვენებლით მსოფლიოში  მე-7 ადგილზეა. ქვეყანაში ამ დრომდე, კორონავირუსით 30 800-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

GUARDIAN.GE