საქართველო

საფრანგეთი ახლადარჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს

საფრანგეთი დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. შესაბამის განცხადებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საფრანგეთი გულწრფელად ულოცავს საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში. საფრანგეთი მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს ახლადარჩეულ პრეზიდენტთან, ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული ურთიერთობების კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ახლადარჩეულ პრეზიდენტს შეუძლია იქონიოს ჩვენი იმედი, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის კუთხით“ – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, როგორც ამას ქართული საგარეო უწყება იტყობინება.