აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

საუდის არაბეთის მეფემ მასობრივი საკადრო წმენდა განახორციელა

საუდის არაბეთის მეფე სალმანმა მასობრივი საკადრო წმენდა განახორციელა. მან მისი უმაღლესი რანგის ოფიციალური სამხედრო პირები, მათ შორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სამსახურებიდან დაითხოვა. მეფემ სახმელთო და საჰაერო ძალების მეთაურებიც შეცვალა.

როგორც BBC იუწყება, აღნიშნული ბრძანებულებები საუდის არაბეთის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტოში გამოქვეყნდა, მაგრამ დათხოვნის მიზეზები არ დასახელებულა.

საუდის არაბეთი იემენის ომში კოალიციას ხელმძღვანელობს, რომელიც მეამბოხეებთან აწარმოებს ბრძოლებს და ეს ომი უკვე თითქმის სამი წელია რაც გრძელდება.

როგორც BBC წერს, საუდის არაბეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, მათ შორის 2017 წლის ნოემბრის დასაწყისში ათეულობით ცნობილი საუდელი პირის: პრინცების, მინისტრების და მილიარდერების კორუფციული საქმეების და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო განხორციელებული დაპატიმრებების უკან, დიდი ალბათობით ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი დგას, რომელიც ასევე თავდაცვის მინისტრიცაა.

საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურორმა 201 პირის, მათ შორის პრინცების და მინისტრების დაპატიმრების შემდეგ განაცხადა, რომ კორუფციის გზით 100 მილიარდი აშშ დოლარია მითვისებული.